ბუნდესლიგის 28-ე ტურში ბაიერნი ფრაიბურგს ესტუმრა და მეტოქე 4:1 გაანადგურა - აღნიშნულ შეხვედრაში დიდხნიანი პაუზის შემდეგ, თავისი გოლი ლეონ გორეცკამაც გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გორეცკას დაბრუნებაზე მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმაც ისაურბა:
"ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო, გორეცკასთვის ეს იოლი ტრავმა ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე და ძალიან კარგი ფეხბურთელია - გორეცკა ჩვენთვის ძალინ, ძალიან ღირებულია!", - განაცხადა ნაგელსმანმა.
ასევე: სალიჰამიზიჩი და ოლივერ კანი ფრაიბურგის სპორტულ დირექტორს ესაუბრნენ
მთავარი არბიტრის კომენტარი დღევანდელ ინციდენტზე