მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელმა, ტომას მიულერმა გერმანულ Der Spiegel-თან ინტერვიუში გაბერილ სატრანსფერო თანხებზე ისაუბრა და ყოველივე ამას სიგიჟე უწოდა:
'ის, რაც ახლა ხდება, სიგიჟეა! რეალურად, თქვენ შესაძლოა გეფიქრათ, რომ კორონა ვირუსი ბაზარს ოდნავ დაამშვიდებდა და დაარეგულირებდა სატრანსფერო თანხებთან მიმართებაში, მაგრამ ასე არ მოხდა.
უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენცია საზღვარგარეთ უფრო მძლავრია, ვიდრე ჩვენთან. ამ მომენტისთვის, ჩვენ არ შეგვიძლია მზა პროდუქტის სახით, საერთაშორისო დონის ვარსკვლავი შევიძინოთ.' - განაცხადა მიულერმა.