ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ბაიერნის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, 1/4 ფინალზე ისაუბრა:
"ჩვენი სურვილია შექმნილი მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. შანსები გვაქვს, საჭიროა მათი სწორად გამოყენება.
ბაიერნს დიდი პატივისცემით ვეპყრობით, მაგრამ შევეცდებით, ჩვენი ძლიერი მხარეები სწორად წარმოვაჩინოთ.
ჯერ საკუთარ სტადიონზე ვითამაშებთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საპასუხი მატჩის წინ ინტრიგა შევინარჩუნოთ.
საშუალება გვეძლევა, მიუნხენური მატჩის წინ, ფორა მოვიპოვოთ - მთავარია ამ მატჩისგან სიამოვნება მივიღოთ, რადგან ვიცით, რომ ბაიერნი აშკარა ფავორიტი და უძლიერესი გუნდია", - განაცხადა ემერიმ.