მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა ტომას მიულერის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა:
"დარწმუნებული ვარ, რომ მიულერი კარიერას ბაიერნში დაასრულებს. ტომასი სწორედ ამ კლუბის განუყოფელი ნაწილია", - განაცხადა ჰაინერმა.
ცნობისთვის, მიულერსა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა მხარეებს შორის ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.