მიუნხენის "ბაიერნის" სამწვრთნელო შტაბმა ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპისთვის შემადგენლობა შეარჩია.
ნიკო კოვაჩის განაცხადში 28 მოთამაშეა, აქედან 3 ფეხბურთელი "ბაიერნის" მეორე გუნდიდან არის შეყვანილი სიაში.
მეკარეები: მანუელ ნოიერი, სვენ ულრაიხი, კრისტიან ფრიუხტლი (*), რონ-ტორბენ ჰოფმანი (*).
მცველები: ნიკლას ზიულე, ბენჟამენ პავარი, ჟერომ ბოატენგი, ლუკა ერნანდესი, დავიდ ალაბა, ლუკას მაი.
ნახევარმცველები: ტიაგო ალკანტარა, ხავი მარტინესი, მიკელ კუისანკე, ლეონ გორეცკა, ალფონსო დეივისი, კორენტენ ტოლისო, იოზუა კიმიხი, სარპრეტ სინგჰი, ოლივერ ბატისტა მაიერი (*), იოზუა ცირკცე, დანიელს ონტუზანი.
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი, ფილიპე კოუტინიო, ივან პერიშიჩი, იან ფეტ არპი, სერჟ გნაბრი, თომას მიულერი, კინგსლი კომანი.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი სტარტს 17-18 სექტემბერს აიღებს. "ბაიერნი" 18 სექტემბერს შინ "ცრვენა ზვეზდას" მიიღებს. სერბული კლუბის გარდა მიუნხენელები ჯგუფში ლონდონის "ტოტენჰემს" და "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდებიან.