მიუნხენის ბაიერნის გენერალური დირექტორი, ოლივერ კანი ჩემპიონთა ლიგიდან მიუნხენური გრანდის სენსაციურად გამოვარდნას გამოეხმაურა:
"მატჩის მიწურულს გოლი გავუშვით და ეს საწყენია. შეგვეძლო ანგარიში 2:0 გაგვეხადა, მიულერს საამისოდ შესანიშნავი საგოლე მოემნტი ჰქონდა.
თუმცა გუნდი არაფერშია დამნაშავე, ბაიერნი ბოლომდე დაიხარჯა", - განაცხადა კანმა.
შეგახსენებთ, რეკორდმაისტერი 1/4 ფინალურ ეტაპზე ვილიარეალთან ორი მატჩის ჯამში (0:1, 1:1) დამარცხდა.