მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ არენაზე ვილიარეალს ვერ მოუგო და ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა.
აღნიშნულზე ჟურნალისტებთან ლეგენდარუმა ლოთარ მათეუსმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაიერნის გამოვარდნა ჩემპიონთა ლიგიდან ზიანს აყენებს გერმანულ ფეხბურთს და ისიც დასძინა, რომ ეს გუნდის მიერ ნაჩვენები ბოლო მატჩების გათვალისწინებით, მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა:
"მათი თამაში მიზანმიმართული არ ყოფილა, ბაიერნმა მეტოქეს სახიფათო მომენტები ვერ შესთავაზა. გოლიც კი მხოლოდ მცირე ხნით აძლევდა უსაფრთხოების განცხდას და კონტრშეტევის შემდეგ ესეც დათმეს...
ბაიერნში ცუდი ატმოსფეროა. ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთს, ირგვლივ, ბევრი, ბევრი საუბარია.
ლევანდოვსკის გარშემო სატრანსფერო საგა კვლავ განხილვის საგანი გახდა. ბოლო წლებში ბაიერნში ასეთი არეულობა თითქმის არ მინახავს - ვილიარეალი არ არის ის მეტოქე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგიდან უნდა გამოგაგდოს", - განაცხადა მათეუსმა.