მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ არენაზე ვილიარეალს ვერ მოუგო და ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი ვილიარეალის ნახევარმცველმა, დანი პარეხომაც გააკეთა:
"ნაგელსმანმა თქვა, რომ მას 1/4 ფინალური ეტაპის ბედის გადაწყვეტა პირველივე მატჩში სურდა. ვფიქრობ, ეს ვილიარეალისა და ფეხბურთის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა იყო.
ზოგჯერ, როცა გადააფურთხებ, ის უკანვე, სახეზე გიბრუნდება.
მართალია, ბაიერნი ფავორიტი იყო, მაგრამ მოედანზე ეს ვერ დაამტკიცა. ორივე შეხვედრის ჯამში, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მათზე უკეთესები ვიყავით", - განაცხადა პარეხომ.