მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ფორვარდი მარიო გომეზი, რეკორდმაისტერის ამჟამინდელ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დუმილის შენარჩუნებაში ადანაშაულებს:
"პირადად მე ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავი თავდამსხმელია, მაგრამ შემქნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ძალიან ეგოისტურად იქცევა და მჯერა, რომ ეს არეულობა გავლენას ახდენს გუნდზეც...", - განაცხადა გომეზმა.
ცნობისთვის, ლევანდოვსკისა და ბაიერნს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულში გასდის, თუმცა მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.