მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ არენაზე ვილიარეალს ვერ მოუგო და ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა.
აღნიშნულ მარცხს, გერმანული გუნდი პრეზიდენტი, ჰერბერტ ჰაინერიც გამოეხმაურა:
"ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ მეოთხედფინალიდან გამოვარდნის გამო, ვილიარეალის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს არ არის ჩვენი ამბიცია.
თუმცა, ბაიერნი ყოველი წარუმატელობის შემდეგ უფრო ძლიერი ბრუნდება და ჩვენი ამოცანაც ახლა სწორედ ესაა.", - განაცხადა ჰაინერმა.