დორტმუნდის ბორუსიას 27 წლის ნახევარმცველმა, ემრე ჯანმა ბაიერნთან არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა:
'ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, ამის ნაცვლად კი მუდამ ბაიერნზე ვლაპარაკობთ - ბაიერნი, ბაიერნი, ბაიერნი.
ვნახოთ, სიტუაცია როგორ განვითარდება მატჩიდან მატჩამდე. ამის შემდეგ გაირკვევა, სად აღვმოჩნდებით', - განაცხადა ჯანმა.
ცნობისთვის, 30 ტურის შემდეგ, ბუნდესლიგას ბაიერნი 69 ქულით ლიდერობს, მას თან მოსდევს დორტმუნდი, რომელთაც 63 ქულა აქვთ - ცნობისთვის, ბაიერნს მთავარ კონკურენტზე ერთით ნაკლები (29) მატჩი აქვს გამართული.