მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერების, მანუელ ნოიერისა და თომაშ მიულერის მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა - ამის შესახებ ინფორმაციას SkySports ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ორივე მათგანი რეკორდმაისტერთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ისინი გუნდსი 2025 წლამდე დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ მიულერსაც და ნოიერსაც "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურებათ.
ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, იყო საუბრები, რომ გუნდს ლიდერები დატოვებდნენ, თუმცა ამ 2 ფეხბურთელის "ბაიერნში" დარჩენა გადაწვეტილია.