მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა გარემარბმა, არიენ რობენმა, ფრანკ რიბერისთან მისი ლეგენდარული და განუმეორებელი დუეტი გაიხსენა.
"ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად არ ხდება - მსოფლიო დონის ორი ვინგერი ერთ კლუბში ამდენი ხნის განმავლობაში. ასეთი თანდემი სხვა არ ვიცი და არც მინახავს.
ვფიქრობ, "რობერის" სახელი მშვენიერია და კარგად ასახავს ამ დუეტის მნიშვნელობას და აგრეთვე ფანების სიყვარულს მისდამი.
ერთადერთი გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენ "ბაიერნთან" ერთად უფრო მეტი ტიტულის მოგება შეგვეძლო. პირველ რიგში 2010 წელს მადრიდში, როდესაც ფრანკი ფინალიდან დაბლოკეს.
ორივე ნახევარფინალი კარგად მახსოვს და რიბერი აშკარად გვაკლდა. გარდა ამისა, ხშირად ტრავმიანობის გამოც არ გვიმართლებდა", - განაცხადა არიენ რობენმა.
ფრანკ რიბერი მიუხნენურ გრანდს 2007 წლის ზაფხულში შეუერთდა, ორ წელიწადში კი მას არიენ რობენიც შეუერთდა.
"რობერის" თანდემი "ბაიერნის" ფლანგებს 10 სეზონი ამაგრებდა და მათ კლუბი ამ ზაფხულს ერთად დატოვეს.
რიბერიმ და რობენმა "ბაიერნს" 2009-19 წლების პერიოდში 20 ტიტული მოაგებინეს. "ბაიერნი" სამჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და 2013 წელს ტრიუმფით დაასრულა სეზონი.