მიუნხენის "ბაიერნმა" ამერიკული ტურნე უკვე დაგეგმა და ზაფხულში ვაშინგტონსა და გრინ-ბეიში ამხანაგურ მატჩებს გამართავს.
რეკორდმაისტერი მექსიკაში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი ამერიკის ორ ქალაქზე გაკეთდა.
"ბაიერნი" ამერიკაში 18-დან 25 ივლისის ჩათვლით იქნება. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი სპარინგ მეტოქეა ცნობილი.
ივლისის შუა რიცხვებსი "ბაიერნი" მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს "მანჩესტერ სიტის" შეხვდება.