მიუნხენის "ბაიერნი" პრინციპული მატჩისთვის ემზადება. ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ისინი "დორტმუნდს" დაუპირისპირდებიან.
გუშინდელ ვარჯიშზე რეკორდმაისტერის ერთ-ერთი ლიდერი თომაშ მიულერი დაშავდა და ვარჯიში ბოლომდე ვერ ჩაამთავრა.
სავარაუდოდ, მიულერი კლუბის დღევანდელ ვარჯიშზე გამოტოვებს და ინდივიდუალურად მოემზადება.
დიდი ალბათობით, შაბათმდე მისი გამოჯანმრთელება მოესწრება და მიულერი "დორტმუნდთან" ითამაშებს.