მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას განიხილავს.
ერთ-ერთი მათგანი "ლაიფციგის" ფეხბურთელი კონრად ლაიმერია, რომელსაც საკმაოდ კარგი სეზონი აქვს.
რეკორდმაისტერი მის ყიდვას ზაფხულში აპირებს, თუმცა ბრიტანული გამოცემების ცნობით, მისი შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპულიც" ინტერესდებიან.
ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ის ამბობს, რომ ჯერ "ლაიფციგთან" ერთად მომდევნო კვირებში მნიშვნელოვანი მატჩები ელის, ამაზეა ორიენტირებული და ტრანსერზე არ ფიქრობს.