ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს იულიან ნაგელსმანს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი რეკოდმაისტერის ყოფილმა თავკაცმა ოტმარ ჰიცფელდმა გააკეთა და კოლეგა დაიცვა.
"ჩემი აზრით, ნაგელსმანის მიმართ კრიტიკა სრულიად მიუღებელია, გუნდი ყველა თამაშს ვერ მოიგებს და ამას უნდა შევეგუოთ.
ვფიქრობ, ნაგელსმანი თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს და ბაიერნის მთავარი მწვრთნელობისთვის სწორი კადრია", - განაცხადა ჰიცფელდმა.