ჩემპიონობის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" მეკარემ მანუელ ნოიერმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
"ჩემპიონობა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. მე და მიულერმა ეს ტიტული ზედიზედ მეათედ მოვიგეთ, რაც მახარებს.
ჩემს მომავალს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, ამაზე ჯერ ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია.
თუმცა ბაიერნში თავს კარგად ვგრძნობ, კომფორტულად ვარ და მიზანი კიდევ ბევრი ტიტულის მოგებაა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის", - განაცხადა ნოიერმა.