როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის “ბაიერნი” ბუნდესლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეათედ გახდა.
ამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კი ეს ტიტული ისტორიაში პირველად მოიგო.
34 წლის და 274 დღის ნაგელსმანი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ისტორიაში, ვინც გერმანიის ჩემპიონი გახდა.
ეს რეკორდი მათიას ზამერს ეკუთვნის. 2002 წელს მან “დორტმუნდთან” ერთად ჩემპიონობა 34 წლისა და 241 დღის ასაკში იზეიმა.