მოგეხსენებათ, მიუნხენის “ბაიერნი” ბუნდესლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეათედ გახდა.
გასულ 2 წელში, მიუნხენელებმა გულშემატკივრებთან ერთად ტიტულის მოგება ვერ იზეიმეს, მიზეზი კორონავირუსია.
წელს კი სიტუაცია შეიცვლება და 15 მაისს, მიუნხენელი ქომაგები ქუჩებში ამ წარმატებას ფეხბურთელებთან ერთად იზეიმებენ.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნი” კუთვნილ ფარს ბოლოსწინა ტურში, “შტუტგარდთან” ჩაიბარებს.