რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში დიდი მითქმა-მოთქმაა.
იწერება, რომ პოლონელმა ფორვარდმა შესაძლოა გუნდი ზაფხულში დატოვოს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი ლევანდოვსკი ნაგელსმანის სისტემით უკმაყოფილოა და თვლის, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის ხელში მას ცოტა საგოლე მომენტი ექმნება.
შეხვედრა შემდეგ კვირასაა ჩანიშნული და ამის შემდეგ გადაწყდება ლევანდოვსკის მომავალი.