მოგეხსენებათ, მიუნხენის “ბაიერნმა” ნაზრაუისთან კონტრაქტი შეათანხმა და ზაფხულში გადაიბირებს.
გერმანული პრესის ინფორმაციით, რეკორდმაისტერი “აიაქსის” კიდევ ერთ ფეხბურთელს აკვირდება.
საუბარია 20 წლის იურიენ ტიმბერზე, რომელიც “ბაიერნის” სკაუტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ტიმბერს ამ სეზონში “აიაქსის” მაისურით 27 მატჩი აქვს ჩატარებული - 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა.