მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მიუნხენის “ბაიერნის” სეზონი შეაფასა.
მოგეხსენებათ, კროოსის ყოფილმა გუნდმა წელს ბუნდესლიგა კიდევ ერთხელ მოიგო.
“ბაიერნმა ბუნდესლიგა კიდევ ერთხელ მოიგო. ვფიქრობ, ნაგელსმანისა და კლუბის ხედვები ერმანეთს ემთხვევა და მომავალში უკეთესი შედეგები იქნება.
მათ კონკურენციად ვერავინ უწევს, თუმცა დასაფასებელია, რომ დორტმუნდი, ლაიფციგი და სხვა გუნდები მაღალ დონეზე თამაშობენ”, - განაცხადა კროოსმა.