მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა სერჟ გნაბრიმ
თავი “დორტმუნდთან” მატჩშიც გამოიჩინა.
ამ გოლით მიუნხენელთა გერმანელ ფეხბურთელს ბუნდესლიგის ამ სეზონში 13 ბურთი დაუგროვდა.
გნაბრიმ პირადი რეკორდი დაამყარა. მას აქამდე ერთ სეზონში ამ ოდენობის გოლი გატანილი არ ჰქონდა.
13 გოლთან ერთად მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაა.