მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურელი ხავი მარტინესი ლევანდოვსკის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, ლევანდოვსკის ესპანეთში გადასვლაზე ბოლო დღეებში აქტიური საუბრები მიმდინარეობს.
"ვფიქრობ, ლევანდოვსკის ბარსელონაში გადასვლა მისი მხრიდან მართებული გადაწყვეტილება იქნება.
მე ვიცი, რატომ უნდა მას ბარსელონაში წასვლა. ლევანდოვსკი თვლის, რომ ესპანეთში თამაშით თავის წარმოჩენის და ოქროს ბურთის მოგების უფრო დიდი შანსი აქვს", - განაცხადა მარტინესმა.