გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში "მაინცი" შინ "ბაიერნს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
მოგეხსენებათ, რეკორდმაისტერმა გერმანიის ჩემპიონობა გასულ ტურში გაინაღდა და დღევანდელ მატჩს უმოტივაციოდ შეხვდა.
მასპინძლები თამაშში პირველ 30 წუთშივე დაწინაურდნენ, ლევანდოვსკიმ კი სხვაობა 33-ე წუთზე გაქვითა.
შეხვედრას საბოლოო წერტილი 57-ე წუთზე ბარეირომ დაუსვა და "მაინცმა" 3:1 მოიგო.
ამ გამარჯვებით 42 ქულა მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებენ.