ბუნდესლიგის 32-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "მაინცს" დაუპირისპირდა და სტუმრად 3:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი მიუნხენელთა ფეხბურთელმა ჯოშუა კიმიხმა გააკეთა.
"მერე რა, რომ ჩემპიონები ვართ? - ვფიქრობ, გუნდი ყველა მატჩში მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეს, არ აქვს მნიშვნელობა, რა სიტუაციაა ცხრილსი.
ეს ჩვენთვის გაკვეთილი იყო და აღარ უნდა განმეორდეს არც შემდეგ ორ ტურში და არც შემდეგ სეზონში", - განაცხადა კიმიხმა.