გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან ნუსაირ მაზრაუი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.
არადა, მაზრაუის შემოთავაზება "მანჩესტერ იუნაიტეიდანაც" ჰქონდა. წითელი ეშმაკები მას ჰპირდებოდნენ, რომ ახალ სეზონში ამბიციურ გუნდს ჩამოაყალიბებდნენ, მაღალი მიზნებით.
თუმაც მაზრაუიმ "მანჩესტერს" "ბაიერნი" არჩია და აღნიშნა, რომ ამბიციურობაც და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაც მიუნხენურ კლუბში ბევრად რეალური იქნება.
მოგეხსენებათ, მაზრაუი ამჟამად ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელია და შესანიშნავ სეზონს ატარებს.