რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურად ინტერესდება "ბარსელონას" ფეხბურთელის, გავის შეძენით.
რეკორდმაისტერი ლევანდოვსკის ტრანსფერში სწორედ მის ჩართვას ცდილობდა.
თუმცა როგორც ესპანური მედია იტყობინება, გავის გადაწყვეტილი აქვს, რომ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
"ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის სატრანსფერო საგა არ სრულდება, რადგან კატალონიელები ლევანდოვსკის შესაძენად იბრძვიან.