როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" მარცხის შემდეგ "ბაიერნის" ფეხბურთელები დასასვენებლად იბიცაზე წავიდნენ.
ამის გამო მათ კრიტიკა დაიმსახურეს. კრიტიკოსებს კი კლუბის დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა უპასუხა.
"ფეხბურთელებს დიდი ხნის წინ ვუთხარი, რომ ჩემპიონობის განაღდების შემდეგ, 2-დღით იბიცაზე დაისვენებდნენ და ეს ახალი ამბავი არ არის.
მაინცთან წავაგეთ, თუმცა შტუტგარდთან გულშემატკივარს შინ სანახაობას, გამარჯვებას და დიდ ზეიმს ვპირდებით", - განაცხადა მან.