თითქმის გადაწყვეტილია, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდა მანუელ ნოიერი გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერს ოფიციალურად ერთი ფეხბურთელი დატოვებს.
“ბაიერნის” მეკარემ ალექსნდერ ნუბელმა განაცხადა, რომ თუ ნოიერი “ბაიერნში” დარჩება, ის გუნდს დატოვებს და აღარ დაბრუნდება, რადგან თამაში სურს.
ნუბელი ამჟამად “მონაკოშია” განათხოვრებული და სავარაუდოდ, ფრანგები გამოისყიდიან.