მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის მომავალზე ბევრი იწერება.
პოლონელის მომავალს “ბარსელონას” უკავშირებენ. ამასთან დაკავშირებით კომენტარი რეკორდმაისტერის თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა.
“როგორც ვიცი, კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მისი დარჩენაა და მოთმინებით ველი მოლაპარაკებების დასრულებას”, - განაცხადა ნაგელსმანმა.