გერმანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩეხი თავდამსხმელის პატრიკ შიკის შეძენით მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდება.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი "ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა სიმონ როლფესმა გააკეთა.
"ლოგიკურია, რომ ბუნდესლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდის მიმართ სხვადასხვა გუნდებიდან ინტერესი იქნება.
თუმცა ბაიერნს მის თაობაზე საერთოდ არ ჰქონია კონტაქტი და ვადასტურებ, რომ შიკი შემდეგ სეზონშიც ჩვენთან იქნება", - განაცხადეს კლუბში.