როგორც ცნობილია მიუნხენის "ბაიერნი" "პსჟ"-ს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტის შეძენით ინტერესდებოდა.
საუბარია 16 წლის ვარენ ზაირ-ემერიზე, რომელთანაც რეკორდმაისტერი მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
თუმცა საბოლოოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ბაიერნი" უარით გაისტუმრა და გადაწყვიტა, "პსჟ"-სთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმოს.
მისი შეძენით კიდევ ერთი გერმანული კლუბი - "ლაიფციგიც" ინტერესდებოდა, მაგრამ მან პარიზში დარჩენა არჩია.