ამ სეზონის დაწყების წინ, მიუნხენის "ბაიერნმა" ახალგაზრდა მცველი კრის რიჩარდსი "ჰოფენჰაიმში' გაანათხოვრა.
რიჩარდსს მომდევნო კვირაში იჯარის ვადა ეწურება და კვლავ "ბაიერნს" შეუერთდება.
სავარაუდოდ, ნაგელსმანი მას არსად აღარ გაუშვებს, რადგან გუნდს ამ პოზიციაზე ფეხბურთელები სჭირდება.
22 წლის მცველს კი უკვე სათამაშო პრაქტიკაც აქვს, რადგან გასულ სეზონში "ჰოფენჰაიმის" მაისურით 19 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.