"ლაიფციგის" ხელმძღვანელმა ოლივერ მინცლაფმა შემდეგ სეზონში "ბაიერნის" შესაძლო კონკურენციაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის გამარჯვებული წელსაც კონკურენციის გარეშე გახდა.
"ბაიერნს რომ კონკურენცია გავუწიოთ, მხოლოდ ერთი გამოსავალია - ბუნდესლიგის 34-ვე მატჩში ქულები უნდა ავიღოთ და მაღალ დონეზე ვითამაშოთ.
გასაგებია, რომ მათ ბევრად კარგი ფინანსური რესურსები აქვთ, თუმცა კონკურენციის გაწევა მაინც რეალურია", - განაცხადეს კლუბში.