როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის “ბაიერნი” თავის ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს.
მათ შორისაა სერჟ გნაბრიც, რომელსაც რეკორდმაისტერმა ახალი პირობები უკვე შესთავაზა.
თუმცა ამ ეტაპზე, გნაბრიმ შემოთავაზებაზე უარი თქვა და გადაწყვეტილების მისაღებად დრო მოითხოვა.
როგორც ჩანს, გნაბრის შემოთავაზებები სხვა გუნდებიდანაც აქვს და საინტერესოა, რას გადაწყვეტს გერმანელი.