გერმანული პრესა წერს, რომ მიუნხენის “ბაიერნი” მალე მანუელ ნოიერთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ამასთან დაკავშირებით დღევანდელი მატჩის შემდეგ კომენტარი თავად გერმანელმა მეკარემ გააკეთა.
“ახალ კონტრაქტზე მილაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და ვნახოთ, როგორ დასრულდება. ყვეკაფერი წარმატებით მიდის და ეს მახარებს”, - განაცხადა ნოიერმა.
შეგახსენებთ, რომ გუნდთან კონტრაქტი “ბაიერნის” მეორე მეკარემ სვენ ულრაიხმა უკვე გაახანგრძლივა.