როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.
არის საუბრები, რომ მათ შორის ტოლისოცაა, რასთან დაკავშირებითაც კლუბის დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კომენტარი გააკეთა.
"ტოლისოს მომავალთან დაკავშირებით ყოველდღიური საუბრები და კომუნიკაცია გვაქვს და ყველაფერი მალე გაირკვევა.
უნდა გადავხედოთ, როგორი ფინანსური მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადსეს კლუბში.