დღეს გაიმართა უეფას სხდომა, სადაც რამდენიმე საკითხი იქნა განხილული როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო ფეხბურთში.
განხილული იყო ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძლები სტადიონების თემაც.
ოფიციალურად გადაწყრდა, რომ 2 წელიწადში გასამართ ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩს "ბაიერნის" საშინო მოედანი "ალიანს არენა" უმასპინძლებს.
ისიც ცნობილია, რომ ამ დიდი სანაკრებო ფორუმის ფინალური მატჩი ბერლინში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება.