მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელი ჰასან სალიჰამიჯიჩი გასულ კვირას "ლივერპულის" შემტევის სადიო მანეს აგენტს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო, თუ რა პირობებს სთავაზობდა რეკორდმაისტერი აფრიკელ ფეხბურთელს.
საბოლოოდ კი ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ტრანსფერი არ განხორციელდება და მანე "ლივერპულში" დარჩება.
მეტიც, მერსესაიდული კლუბი აქტიურად მუშაობს, რომ მას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.