გუშინ მოგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურად ინტერესდება "ლაიფციგის" მცველის ნორდი მუკიელეს შეძენით.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი "ლაიფციგი" ფრანგ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
კლუბი გეგმავს, რომ მუკიელე ზაფხულში ტრანსფერზე დააყენოს და მის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონი ევრო აიღოს.
შესაბამისად, "ბაიერნს" იდეალური შანსი აქვს, რომ მიზანს მიაღწიოს და ის ზაფხულშივე იყიდოს.