მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კონრად ლაიმერის შეძენაა.
მის შესახლო ყიდვაზე კომენტარი “ბაიერნის” ხელმძღვანელმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა გააკეთა.
“როგორც ვიცი, ლაიმერს ლაიფციგთან კონტრაქტი აკავშირებს და შესაბამისად, მოქმედი კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის დამატებას არ განვიხილავთ.
ის ჭორები, რაც გერმანულ პრესაში იწერება, სრულიად გასაგებია”, - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.