ნოიერი კარიერას მაშინ დავასრულებ როდესაც საჭირო აღარ ვიქნები

ნოიერი კარიერას მაშინ დავასრულებ როდესაც საჭირო აღარ ვიქნები

გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და მეკარემ, მანუელ ნოიერმა, თავის განწყობასა და კარიერის პოტენციურ დასრულებაზე ისაუბრა.

"როდესაც საჭირო აღარ ხარ და ამას გრძნობ, ძალიან რთულია ყოველ დღე ადგომა და საკუთარი თავის მოტივირება.

როდესაც შენი გამოცდილება და კლასი საჭიროა, მოთამაშეებს შენი გვერდში დგომა აძლიერებთ, სწორედ ეს გაძლევს მუხტს და ენერგიას.

მე კი ვგრძნობ, რომ ეროვნულ გუნდში ძალიან საჭირო ვარ და ყველა ბედნიერია, როდესაც გუნდთან ერთად ვიმყოფები. ეს ჩემს თამაშზეც აისახება.

მთავარი კი ამ სპორტისადმი სიყვარულია. მოედანზე ან ვარჯიშზე გასვლის წინ სწორედ ეს მახარებს თავდაპირველად. 33 წლის ვარ და ყოველთვის, როდესაც მოედანზე გავდივარ, თავს კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ", - განაცხადა მანუ ნოიერმა.

მანუელ ნოიერი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან კაპიტნობს და ევრო 2020-ზე გუნდის ლიდერი უნდა იყოს.

ნოიერს "ბუნდესნაკრების" მაისურით სულ 89 თამაში აქვს ჩატარებული.


8-09-2019, 18:19
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0