რა უთხრა კლოპმა კოუტინიოს ბაიერნში გადასვლის შემდეგ

რა უთხრა კლოპმა კოუტინიოს ბაიერნში გადასვლის შემდეგ

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ყოფილი თანაგუნდელი ფილიპე კოუტინიოს მიუნხენის "ბაიერნში" ტრანსფერი შეაფასა.

"კოუტინიო არანორმალური მოთამაშეა. ჩვენ მისი წასვლა ნამდვილად არ გვინდოდა, უბრალოდ "ბარსელონამ" ფინანსურად გვაიძულა ამის გაკეთება.

ის მსოფლიო კლასის მოთამაშეა, ამიტომ მისი ტრანსფერი "ბაიერნისთვის" და ბუნდესლიგისთვის კარგია. როგორც კი ეს ამბავი გავიგე, ვიფიქრე, რომ ეს ორივე მხარისთვის შესაფერისი ვარიანტია.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა საკმარისი თანხა მის დასაბრუნებლად. მას უკვე ვუთხარი, რომ ის და "ბაიერნი" ერთმანეთს კარგად ერგებიან.

დორტმუნდის "ბორუსიასთვის" ეს კარგი სიახლე არაა, მაგრამ ვფიქრობ, დორტმუნდელებს მაინც კარგი გუნდი ჰყავთ. იმედია, ტიტულს "ბორუსია" მოიგებს, ვინაიდან "ბაიერნის" გამარჯვება უკვე მოსაწყენი გახდა", - განაცხადა კლოპმა.

27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი "რეკორდმაისტერმა" კატალონიის "ბარსელონადან" ერთწლიანი იჯარით დაიმატა.

კოუტინიო და კლოპი 2015-18 წლებში "ლივერპულში" მუშაობდნენ ერთად და 2018 წლის იანვარში ფილიპე "ბლაუგრანას" 142 მილიონ გირვანქად შეუერთდა.


8-09-2019, 22:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0