გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, ევრო 2020-ს შესარჩევი ეტაპის თამაშების შემდეგ კრისტიან ფალკის საკმაოდ მწვავე შეკითხვას უპასუხა.
"ვიცი, რომ ჩვენგან ყოველთვის დიდი მოლოდინია, საკმაოდ მაღალი სტანდარტები გვაქვს. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ გუნდში რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. შეუძლებელია წარმატების მიღწევა ღილაკზე ერთი დაჭერით.
გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვაყალიბოთ ახალი გუნდი ახალგაზრდა მოთამაშეებით. ამ მოთამაშეებში დარწმუნებულები ვართ, ამიტომ ამ გზას ბოლომდე მივყვებით.
დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭებთან ერთად მწვერვალზე დავბრუნდებით. მათ დიდი პოტენციალი აქვთ.
კაი ჰავერტცი? დამიჯერეთ, კარგად ვიცი თუ რა შეუძლია კაის. თუმცა გუნდში მაღალი კონკურენციაა. მისი ინტეგრაცია ნელ-ნელა მიმდინარეობს, ზოგჯერ ლეროი სანეც კი ვერ ხვდება ძირითადში", - განმარტა ლიოვმა.
"ბუნდესნაკრებმა" საკუთარ მოედანზე ჰოლანდიასთან 2:4 წააგო, შემდეგ კი ჯგუფის ლიდერი ჩრ.ირლანდია გასვლაზე 2:0 დაამარცხა და 6 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 12 ქულით ჩაუდგა სათავეში.