ანალიტიკურმა ვებ-საიტმა, "FiveThirtyEight-მა", რომელსაც პოპულარული ამერიკული გამოცემა "ESPN" მეურვეობს, ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატები დაასახელა.
"FiveThirtyEight-მა" წამყვანი ევროპული კლუბების შანსები პროცენტულად გადაანაწილა და საინტერესოა, რომ მეორე ადგილი მიუნხენის "ბაიერნმა" დაიკავა.
ამ მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი "მანჩესტერ სიტია", რომლის შანსებიც 26%-თ არის შეფასებული.
ინგლისური კლუბის შემდეგ კი მეორე პოზიციას "რეკორდმაისტერი" იკავებს თასის მოპოვების 16%-იანი ალბათობით.
მესამე ადგილზე გავიდა ტურნირის მოქმედი გამარჯვებული "ლივერპული" (12%), რომელსაც კატალონიის "ბარსელონა" (8%) და ტურინის "იუვენტუსი" (7%) მოყვებიან.
მიუნხენურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2013 წელს მოიგო და გასულ სეზონში ტურნირს ნაადრევად, 1/8 ფინალურ სტადიაზე, "ლივერპულთან" გამოეთიშა.
ნიკო კოვაჩის გუნდი B ჯგუფში ლონდონის "ტოტენჰემს", "ოლიმპიაკოსსა" და "ცრვენა ზვეზდას" შეხვდება.