მიუნხენური კლუბის ყოფილი კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, ლეგენდარული შტეფან ეფენბერგი, ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" შანსებს ნეგატიურად აფასებს.
"ვფიქრობ, მიუნხენელებს ეროვნულ ჩემპიონატში ღირსეული და მაღალი ადგილი უკავიათ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ფავორიტებად არ განიხილებიან.
"ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტად არ მივიჩნევ", - აღნიშნა "ვეფხვმა".
"რეკორდმაისტერმა" ამ ზაფხულს მატს ჰუმელსი, ხამეს როდრიგესი, ფრანკ რიბერი და არიენ რობენი გაუშვა.
მიუნხენელებმა შემადგენლობის შესავსებად ბენჟამენ პავარი, ლუკა ერნანდესი, მიკელ კუისანკე, ივან პერიშიჩი, იან-ფეტ არპი და ფილიპე კოუტინიო დაიმატეს.
ნიკო კოვაჩის გუნდი B ჯგუფში ლონდონის "ტოტენჰემთან", "ოლიმპიაკოსთან" და "ცრვენა ზვეზდასთან" ერთად მოხვდა.