კოუტინიომ ლევანდოვსკის მადლობა გადაუხადა

კოუტინიომ ლევანდოვსკის მადლობა გადაუხადა

მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელმა შემტევმა, ფილიპე კოუტინიომ, "კიოლნთან" შეხვედრის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკის დიდსულოვნებაზე ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველი გოლი გავიტანე. რობერტი უბრალოდ არანორმალურია. მას შეეძლო გაეფორმებინა ჰეთ-თრიკი, მაგრამ პენალტის დარტყმის უფლება მე მომცა. მას მადლობა გადავუხადე.

ეს მისი მხრიდან გასაოცარი ჟესტი იყო. ლევი ძალიან სასიამოვნო ადამიანი და შესანიშნავი თავდამსხმელია. მას ასისტებით გადავუხდი მადლობას!

თანაგუნდელებს გასახდელში მხარი დამიჭირეს. მე კი უბრალოდ ვცდილობ, რომ მოედანზე ყველაფერი გავაკეთო.

ჩემი ასპარეზობით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, გუნდს რაც შეიძლება მეტ გამარჯვებას მოვუტან", - განაცხადა 27 წლის სამხრეთ ამერიკელმა.

ბუნდესლიგის მე-5 ტურში "რეკორდმაისტერმა" შინ "კიოლნი" 4:0 გაანადგურა და მეორე ტაიმში კოუტინიომ პენალტით თავისი პირველი ბურთი გაიტანა "ბაიერნის" მაისურით.

პენალტებს, როგორც წესი, რობერტ ლევანდოვსკი ურტყამს ხოლმე, მაგრამ პოლონელმა, რომელსაც მანამდე ორი გოლი ჰქონდა გატანილი, ბურთი კოუტინიოს დაუთმო.


22-09-2019, 14:17
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0