მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგ ფორვარდს კინგსლი კომანს ჰკითხეს, თუ რომელია მისთვის კომფორტული პოზიცია.
"კომფორტული პოზიცია? მარჯვენა ამ მარცხენა შემტევი ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ფლანგზე თავს კომფორტულად ვგრძნობ.
გასულ სეზონში ბევრი ტრავმიანობა იყო და სულ სხვა პოზიციაზე მიწევდა თამაში, თუმცა პრობლემა ესეც არ არის.
ბევრი გამიცდა, ამ სეზონში 2-ჯერ ვითამაშე და ფორმაში უნდა შევიდე, ჩემი გუნდი კი დიდებულად თამაშობს", - განაცხადა კომანმა.